ლაბორატორიის მომსახურების სახეები:

  • ა) შენობა-ნაგებობებისა და დანადგარ-მოწყობილობების მშენებლობის, მონტაჟის, დემონტაჟისა და ექსპლუატაციისას ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების, საამშე­ნებ­ლო მასალებისა და ნაკეთობების ტექნიკური პარამეტრების გამოკვლევა, ანალიზის ჩატარება და ვარგისიანობის დადგენა; 
  • ბ) შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების მშენებლობასა და მონტაჟის პერიოდში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებისა და ტექნი­კური პარამეტრების სერტიფიკატების მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა.
  • 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზირებული სტაციონარული მოწყო­ბი­ლობების, მობილური აპარატებისა და შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით ლაბო­რა­ტო­რიის ფუნქციებია ლაბორატორიული კვლევებისა და გამოცდების ორგანიზება, კერ­ძოდ:
  • ა) მომეტებული საფრთხისა და საფრთხის შემცველი ობიექტების დიაგნოსტირება კონტროლის არამრღვევი და მრღვევი მეთოდებით;
  • ბ) კონკრეტულ ობიექტზე, გამოყენებული საშენი მასალების (ბეტონი, არმატურა) სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა;
  • გ) ცალკეული ობიექტებისთვის ბეტონის ოპტიმალური რეცეფტების შედგენა;
  • დ) სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე გამოყენებულ ბეტონებში წყალ­შეღ­წევადობის კოეფიციენტის განსაზღვრა;
  • ე) საავტომობილი გზების ასფალტის და ასფალტბეტონის საფარის გეომეტრიული პარამეტრების დადგენა და მისი სიმტკიცის მახასიათებელის განსაზღვრა ურღვევი მეთო­დების გამოყენებით;
  • ვ) ასფალტისა და ასფალტბეტონის ფიზიკა-მექანიკური თვისებების დადგენა კერნის ამოღებით და მისი ლაბორატორიაში შემდგომი გადამუშავებით;
  • ზ) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერტული გამოკვლევა ურღვევი მეთოდების გამოყენებით;
  • თ) რკინაბეტონის კონსტრუქციების არმირების პარამეტრების და არმატურის კორო­ზი­ის ხარისხის დადგენა ურღვევი მეთოდების გამოყენებით;
  • ი) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებში აღმოჩენილი ბზარების პარა­მეტ­რების დადგენა და მათი გავლენის დადგენა კონსტრუქციის მდგრადობაზე;
  • კ) მშენებარე და არსებულ ნაგებობებში ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კერნის ამო­ღე­ბით, მისი შემდგომი ლაბორატორიაში გამოცდით, და ასევე, ბეტონის ახლეჩის მეთო­დით;

Webmaster: Lasha Pirtskhalava