ლაბორატორიის მომსახურების სახეები:
- ა) შენობა-ნაგებობებისა და დანადგარ-მოწყობილობების მშენებლობის, მონტაჟის, დემონტაჟისა და ექსპლუატაციისას ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების, საამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ტექნიკური პარამეტრების გამოკვლევა, ანალიზის ჩატარება და ვარგისიანობის დადგენა;
- ბ) შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების მშენებლობასა და მონტაჟის პერიოდში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებისა და ტექნიკური პარამეტრების სერტიფიკატების მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა.
- 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზირებული სტაციონარული მოწყობილობების, მობილური აპარატებისა და შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით ლაბორატორიის ფუნქციებია ლაბორატორიული კვლევებისა და გამოცდების ორგანიზება, კერძოდ:
- ა) მომეტებული საფრთხისა და საფრთხის შემცველი ობიექტების დიაგნოსტირება კონტროლის არამრღვევი და მრღვევი მეთოდებით;
- ბ) კონკრეტულ ობიექტზე, გამოყენებული საშენი მასალების (ბეტონი, არმატურა) სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა;
- გ) ცალკეული ობიექტებისთვის ბეტონის ოპტიმალური რეცეფტების შედგენა;
- დ) სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე გამოყენებულ ბეტონებში წყალშეღწევადობის კოეფიციენტის განსაზღვრა;
- ე) საავტომობილი გზების ასფალტის და ასფალტბეტონის საფარის გეომეტრიული პარამეტრების დადგენა და მისი სიმტკიცის მახასიათებელის განსაზღვრა ურღვევი მეთოდების გამოყენებით;
- ვ) ასფალტისა და ასფალტბეტონის ფიზიკა-მექანიკური თვისებების დადგენა კერნის ამოღებით და მისი ლაბორატორიაში შემდგომი გადამუშავებით;
- ზ) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერტული გამოკვლევა ურღვევი მეთოდების გამოყენებით;
- თ) რკინაბეტონის კონსტრუქციების არმირების პარამეტრების და არმატურის კოროზიის ხარისხის დადგენა ურღვევი მეთოდების გამოყენებით;
- ი) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებში აღმოჩენილი ბზარების პარამეტრების დადგენა და მათი გავლენის დადგენა კონსტრუქციის მდგრადობაზე;
- კ) მშენებარე და არსებულ ნაგებობებში ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კერნის ამოღებით, მისი შემდგომი ლაბორატორიაში გამოცდით, და ასევე, ბეტონის ახლეჩის მეთოდით;