საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.
ლაბორატორია არის სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ნაკეთობების, აგრეთვე სხვადასხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
ლაბორატორიის მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილება
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიის მიზნებია:
- ა) შენობა-ნაგებობებისა და დანადგარ-მოწყობილობების მშენებლობის, მონტაჟის, დემონტაჟისა და ექსპლუატაციისას ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების, საამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ტექნიკური პარამეტრების გამოკვლევა, ანალიზის ჩატარება და ვარგისიანობის დადგენა;
- ბ) შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების მშენებლობასა და მონტაჟის პერიოდში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებისა და ტექნიკური პარამეტრების სერტიფიკატების მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზირებული სტაციონარული მოწყობილობების, მობილური აპარატებისა და შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით ლაბორატორიის ფუნქციებია ლაბორატორიული კვლევებისა და გამოცდების ორგანიზება, კერძოდ:
- ა) მომეტებული საფრთხისა და საფრთხის შემცველი ობიექტების დიაგნოსტირება კონტროლის არამრღვევი და მრღვევი მეთოდებით;
- ბ) კონკრეტულ ობიექტზე, გამოყენებული საშენი მასალების (ბეტონი, არმატურა) სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა;
- გ) ცალკეული ობიექტებისთვის ბეტონის ოპტიმალური რეცეფტების შედგენა;
- დ) სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე გამოყენებულ ბეტონებში წყალშეღწევადობის კოეფიციენტის განსაზღვრა;
- ე) საავტომობილი გზების ასფალტის და ასფალტბეტონის საფარის გეომეტრიული პარამეტრების დადგენა და მისი სიმტკიცის მახასიათებელის განსაზღვრა ურღვევი მეთოდების გამოყენებით;
- ვ) ასფალტისა და ასფალტბეტონის ფიზიკა-მექანიკური თვისებების დადგენა კერნის ამოღებით და მისი ლაბორატორიაში შემდგომი გადამუშავებით;
- ზ) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერტული გამოკვლევა ურღვევი მეთოდების გამოყენებით;
- თ) რკინაბეტონის კონსტრუქციების არმირების პარამეტრების და არმატურის კოროზიის ხარისხის დადგენა ურღვევი მეთოდების გამოყენებით;
- ი) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებში აღმოჩენილი ბზარების პარამეტრების დადგენა და მათი გავლენის დადგენა კონსტრუქციის მდგრადობაზე;
- კ) მშენებარე და არსებულ ნაგებობებში ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კერნის ამოღებით, მისი შემდგომი ლაბორატორიაში გამოცდით, და ასევე, ბეტონის ახლეჩის მეთოდით;



